logo_geo
ქალაქ კასპში მაზნიაშვილის ქუჩაზე არმირებული კედლის მოწყობის სამუშაო მიმდინარეობს
- +

3 ოქტომბერი. 2023. 12:46

 

 

ქალაქ კასპში მაზნიაშვილის ქუჩაზე არმირებული კედლის მოწყობის სამუშაო მიმდინარეობს. არმირებული კედლის მოწყობის სამუშაოს  ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ვერ ბალ გრუპი“ ახორციელებს.

 

პროექტი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 268 999 ლარია.

 

შპს „ვერ ბალ გრუპი“ ამჟამად ბეტონის მოწყობის სამუშაოებს აწარმოებს.

 

პროექტის დასრულება მომავალში  უზრუნველყოფს მიწის ჩამოშლის საშიშროების თავიდან აცილებას.

 

 

big_banner
არქივი