logo_geo
ძლიერმა წვიმამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა
- +

3 ოქტომბერი. 2023. 13:57

 

 

ძლიერმა წვიმამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა - დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ეზოები, ქუჩები და საკარმიდამო ნაკვეთები; დაზიანდა საჯარო ინფრასტრუქტურა.

 

ოზურგეთის მერიის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლები. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდანვე ჩართულია მერიის მომსახურების ცენტრი, მუნიციპალური ინსპექცია და ტექნიკა, გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

 

„ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები სოფელ ორმეთში მუშაობენ ელექტროენერგიის აღსადგენად. სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში ელექტროენერგიის მიწოდება ამ დროისთვის აღდგენილია.

 

ვთხოვთ თანამოქალაქეებს, შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად დაუკავშირდნენ სოფლებში მერის წარმომადგენლებს, ან გვაცნობეთ ცხელი ხაზის მეშვეობით: 511 240 040“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი