logo_geo
სტიქია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში
- +

3 ოქტომბერი. 2023. 17:33

 

 

ოზურგეთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ეზოები, ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები; გააქტიურდა მეწყრული პროცესები და ჩამოიშალა მიწის მასები; დაზიანდა საჯარო ინფრასტრუქტურა.

 

ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე სტიქიის ზონაში მოადგილეებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად იმყოფება და არსებულ ვითარებას დეტალურად ეცნობა.

 

მისი განცხადებით მუნიციპალიტეტში თანმიმდევრულად ხდება რეაგირება სტიქიით გამოწვეულ პრობლემებზე.

 

„განვაგრძობთ საგანგებო რეჟიმში მუშაობას. ამ წუთებში, ქალაქსა და სოფლებში არსებულ ვითარებას დეტალურად ვეცნობით და თანმიმდევრულად ვახდენთ რეაგირებას სტიქიით გამოწვეულ პრობლემებზე. სამუშაოებში დილიდანვე ჩართულია ოზურგეთის მერიის მომსახურების ცენტრი, მუნიციპალური ინსპექცია და სპეციალური ტექნიკა, გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და „ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები“, - განაცხადა ოზურგეთის მერმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი