logo_geo
კასპის მუნიციპალიტეტში გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება
- +

7 ოქტომბერი. 2023. 11:55

 

 

კასპის მუნიციპალიტეტში ზემო ხანდაკი-ხოვლეს ადგილობრივი მნიშვნელობის გზიდან, სოფელ კალოუბანთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო.

 

გზის რეაბილიტაციის მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ადგილზე გაეცვნენ.

 

სოფლის ბოლომდე მისასვლელი 1 500 გრძივი მეტრი სიგრძის გზის აღდგენას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“ ახორცილებს.

 

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 758 737 ლარის ფარგლებში განხორციელდება.

 

გზაზე, რომელზეც აქამდე ასფალტი არასდროს ყოფილა - ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება, ამ ეტაპზე კი მიწის ვაკისის მოწყობა მიმდინარეობს.

 

 

big_banner
არქივი