logo_geo
ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს
- +

8 ოქტომბერი. 2023. 18:31

 

 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა. გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა მიაგო.

 

„ის მძიმე წუთები დიდხანს ემახსოვრება ჩვენს თანაქალაქელებს და არასოდეს დაივიწყებს ბათუმი გარდაცვლილებს. მინდა პატივი მივაგო მათ ხსოვნას და კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათი ოჯახის წევრებს“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

 

2021 წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა.

 

 

big_banner
არქივი