logo_geo
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში სკვერის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე ადგილზე გაეცნენ
- +

11 ოქტომბერი. 2023. 12:29

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში სკვერის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და მერის მოადგილე  ზურაბ კოპაძე ადგილზე გაეცნენ.

 

სკვერი “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის”-ს ფარგლებში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ეწყობა.

 

პროექტს ი/მ „ნინო ჯუხარიძე“ ახორციელებს, რომლის ბიუჯეტი 39 892 ლარია.

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დეკორატიული კედლის, გარე წყალსადენის და კანალიზაციის ქსელის, გარე განათების, სასმელი წყლის „სოკო“ -ს,  მოწყობა. დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება სკვერის ბილიკები,  დამონტაჟდება სკამები და ნარჩენის ურნები. დაირგვება ნარგავები და გამწვანდება სკვერის ტერიტორია.

 

 

 

 

big_banner
არქივი