logo_geo
კასპში სახალხო დღესასწაული „კასპობა2023“ აღინიშნა
- +

22 ოქტომბერი. 2023. 16:51

 

 

კასპში სახალხო დღესასწაული „კასპობა2023“ აღინიშნა. „კასპობა2023“-ის ფარგლებში დღის განმავლობაში იმართებოდა სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული სანახაობები.

 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაათვალიერეს ადმინისტრაციული ერთეულის კუთხეები, ადგილობრივი მეწარმეთა მიერ გამოფენილი პროდუქცია, ხელნაკეთი ნივთები და სხვა.

 

როგორც ყოველთვის, მოწყობილი იყო საბავშვო გასართობი სივრცე.

 

დღესასწაული მიულოცეს გორის და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ, შიდა ქართლის გუბერნატორმა მიხეილ შაყულაშვილმა და კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

 

საზეიმო კონცერტში ადგილობრივი თვითმოქმედი ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ.

 

საღამოს მაყურებლის წინაშე წარდგა ჯგუფი „LOUDspeakers“.

 

ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.

 

 

big_banner
არქივი