logo_geo
„ბულვარის ფესტივალი 2023“ დასრულდა
- +

23 ოქტომბერი. 2023. 17:09

 

 

სსიპ „ბათუმის ბულვარის“ ორგანიზებით „ბულვარის ფესტივალი 2023“ გაიმართა. ორდღიანი ფესტივალი საერთაშორისო-სამეცნიერო  კონფერენციას და კულტურულ-გასართობ  ღონისძიებებს მოიცავდა. ფესტივალის მეორე დღე გასართობ ღონისძიებებს დაეთმო, რომელიც  სამოყვარულო ველომარათონით გაიხსნა. ველომარათონის მიზანი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი შეჯიბრის მეშვეობით, სპორტისა და ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა. შეჯიბრში 100-მდე მოყვარული მონაწილეობდა, შეჯიბრის გამარჯვებულებს კი სპეციალური პრიზები გადასცეს  ფესტივალის სპონსორებმა: „Red bull“, „TOP SPORT“, „Veloman extreme“, „Bike to me“, „Buss Stop“, „Radisson“ და „Critical Mass“.

 

საფესტივალო სივრცე ახალრეაბილიტირებულ კოლონადასთან მონაწილეთა და სტუმართა ხალხმრავლობით გამოირჩეოდა. ფესტივალში 50-მდე მცირე მეწარმე ჩაერთო. ბავშვთა კუთხე საბავშვო გასართობი აქტივობებით იყო გამორჩეული, კოლონადების მიმდებარე ტერიტორია კი კოსტიუმირებული პერფორმანსით, ბულვარის ისტორიის გაცოცხლებით, ძველი და თანამედროვე ბულვარის ამსახველი ფოტოგამოფენით, კინოჩვენების ზონით, საუნივერსიტეტო ზონით, მხატვრების კუთხით, სამეწარმეო მარკეტითა და სხვა საინტერესო აქტივობით იყო დატვირთული.

 

ფესტივალის ფარგლებში, ბულვარის ღვაწლმოსილი თანამშრომლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიება „სალიოს“ კონცერტით დასრულდა. „ბულვარის ფესტივალი 2023“ წელს პირველად გაიმართა და ტრადიციულ სახეს მიიღებს.  ღონისძიება მიზნად ისახავდა ბულვარის ისტორიული და კულტურული ღირებულების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ბაღის პოპულარიზაციას.

 

 

big_banner
არქივი