logo_geo
აჭარის გაზრდილი ბიუჯეტით 95 სკოლის რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობაა დაგეგმილი, ასევე 80-ზე მეტი სკოლა აჭარაში აღიჭურვება ახალი თანამედროვე ინვენტარით
- +

25 ოქტომბერი. 2023. 13:51

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში ეფექტურად განხორციელდება ყველა დაგეგმილი საგანმანათლებლო პროექტი, გაგრძელდება ახალი საგანმანათლებლო სივრცეების მშენებლობა, სტუდენტთა და პედაგოგთა მხარდაჭერის პროგრამები - ახალი ბიუჯეტით 95 ზე მეტის სკოლის რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა განხორციელდება. ასევე, 80-ზე მეტი სკოლა აჭარაში აღიჭურვება ახალი თანამედროვე ინვენტარით, ჩვენ გავაგრძელებთ სტუდენტების და პედაგოგების მხარდაჭერას. ამოქმედდება ახალი პროგრამა პედაგოგთა მხარდაჭერის კუთხით, განსაკუთრებით ეს ეხებათ პედაგოგებს, რომლებიც რაიონებში ეწევიან საქმიანობას და მათ მიეცემათ ყოველთვიური დანამატი 500 ლარის ოდენობით“.

 

2024 წელს განხორციელდება 95-ზე მეტი საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები, მათ შორის, ბათუმში 9 საჯარო სკოლის ძირითადი ან დამატებითი შენობა აშენდება, რისთვისაც 37 000 000 ლარი დაიხარჯება.

 

გაგრძელდება სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამები. 1500 სტუდენტს დაუფინანსდება სწავლა და სტაჟირება საზღვარგარეთ. სპორტის განვითარების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისთვის, განახლებული ბიუჯეტის ფარგლებში, 7 175 000 ლარია გათვალისწინებული.

 

იზრდება სპორტის მიმართულებით დაფინანსება. ინფრასტრუქტურის ჭრილში 37 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული ყველა მუნიციპალიტეტში ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. ასევე, ბათუმში განახლდება საცურაო აუზისა და ყინულის მოედნის მშენებლობა. ახალი სპორტული მოედნები დაემატება რიგ მუნიციპალიტეტებს. ასევე, სპორტული ფედერაციები უკვე გაზრდილი ბიუჯეტით ისარგებლებენ, რაც შეეხება სპორტსმენების წახალისებას. ამ მიმართულებითაც გაიზარდა საპრიზო ფონდი მილიონი ლარით. შესაბამისად, ყველა გამარჯვებული სპორტსმენი და მათი მწვრთნელები, როგორც ოლიმპიადებზე, ასევე ევროპის მსოფლიო ჩემპიონატებზე, ისარგებლებენ გაზრდილი საპრიზო ფონდით“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

 

2024 წელს 42 ფედერაციის სპორტული ღონისძიება დაფინანსდება. ერთჯერადი ჯილდოების სახის გაიცემა 1 000 000 ლარი. აჭარის ნაკრები გუნდების წევრთა და მათ პირად მწვრთნელთა სტიპენდია 200 000 ლარი იქნება.

 

 

big_banner
არქივი