logo_geo
ბახვი-ფამფალეთი-ვაკიჯვრის დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

26 ოქტომბერი. 2023. 11:40

 

 

„რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ოზურგეთის მერიის თანადაფინანსებით, ბახვი-ფამფალეთი-ვაკიჯვრის დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

 

გზის რეაბილიტაციის პროცესს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან ნიკა ბოლქვაძესთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად გაეცნო.

 

„ვასრულებთ კიდევ ერთ პირობას, რომელიც საზოგადოებას მივეცით ოზურგეთში და ბახვი-ფამფალეთი-ვაკიჯვრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ვაკეთებთ. უკვე დაწყებულია სამუშაოების მეორე ეტაპი. გზასთან ერთად მოეწყობა ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე არხები. სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში დასრულდება. მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

 

 

big_banner
არქივი