logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: რიკოთის მაგისტრალური გზა ჯამში იქნება 52 კილომეტრი, 97 ხიდი შენდება და 51 გვირაბი. დღეის მდგომარეობით 48 გვირაბი უკვე გაჭრილია და 83 ხიდი უკვე აშენებულია. ეს არის გრანდიოზული სამუშაოები
- +

28 ოქტომბერი. 2023. 14:31

"რიკოთის მაგისტრალური გზა ჯამში იქნება 52 კილომეტრი. 97 ხიდი შენდება და 51 გვირაბი. დღეის მდგომარეობით 48 გვირაბი უკვე გაჭრილია და 83 ხიდი უკვე აშენებულია. ეს არის გრანდიოზული სამუშაოები," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27-კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

 

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, გამტარუნარიანობას გაზრდის ამ მაგისტრალური გზის გახსნა.

 

 

„ამ ახალი გზის გახსნა გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს გადაადგილებას, არა მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს, არამედ ტურისტებს, ყველას, ვინც ისარგებლებს ამ გზით. ასევე გადაზიდვები გაცილებით უფრო კომფორტული გახდება, გამტარუნარიანობას გაზრდის ამ მაგისტრალური გზის გახსნა. შეგახსენებთ, რომ რიკოთის მაგისტრალური გზა ჯამში იქნება 52 კილომეტრი, 97 ხიდი შენდება და 51 გვირაბი. დღეის მდგომარეობით 48 გვირაბი უკვე გაჭრილია და 83 ხიდი უკვე აშენებულია. ეს არის გრანდიოზული სამუშაოები. ყველაზე მასშტაბური პროექტი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მასშტაბის, გადაწყვეტის თვალსაზრისით ასეთი სირთულის პროექტი არ განხორციელებულა ჩვენი ქვეყნის რეალობაში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი