logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: 2013 წლიდან ჯამში 16 000 კილომეტრი გზა აშენდა და რეაბილიტირდა, აქედან მხოლოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტიდან 6 მილიარდი ლარი არის ინვესტირებული
- +

28 ოქტომბერი. 2023. 14:43

"2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჩვენი ხელისუფლება მოვიდა სათავეში, 261 კილომეტრი მაგისტრალური გზიდან 193 კილომეტრი არის ჩვენს მიერ აშენებული და ჩვენი მთავრობის მიერ გახსნილი," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი გახსნაზე განაცხადა.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ჯამში 2013 წლიდან 16 000 კილომეტრი გზა აშენდა და რეაბილიტირდა.

 

 

ამიტომ, მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მივესალმებით ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. მთლიანად სამუშაოები რიკოთის მონაკვეთზე დასრულდება 2024 წელს. აქტიურად მიმდინარეობს დარჩენილ მონაკვეთებზე სამუშაოები. აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გეგმის მიხედვით, 2024 წლის ბოლოს მთლიანად გაიხსნება რიკოთის მონაკვეთი.

 

 

კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჩვენი ხელისუფლება მოვიდა სათავეში, 261 კილომეტრი მაგისტრალური გზიდან 193 კილომეტრი არის ჩვენს მიერ აშენებული და ჩვენი მთავრობის დროს გახსნილი. ახლა მიმდინარეობს 81 კილომეტრზე სამუშაოები, გრძელდება რა თქმა უნდა და ჯამში 2013 წლიდან მოყოლებული ჯამურად 16 000 კილომეტრი გზა აშენდა და რეაბილიტირდა. ეს არის ძალიან მასშტაბური სამუშაოები, აქედან მხოლოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტიდან 6 მილიარდი ლარი არის ინვესტირებული, რაც რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. მე მითქვამს და მინდა გავიმეორო, რომ გზებისა და მაგისტრალების მშენებლობას მოაქვს სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა. ჩვენ გვესმის, რომ ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი და ძალიან დიდი დანახარჯები აქვს ამ მასშტაბურ პროექტებს, მაგრამ თქვენ ხედავთ, რომ ქვეყანა იცვლება. ამ პერიოდში ქვეყანა ვითარდება, განვითარდა, გაძლიერდა, გამდიდრდა და ის დოვლათი, რომელიც იქმნება ქვეყანაში, გადანაწილდება და გადანაწილდა რეგიონების მიხედვით.

 

 

მე არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ევროკავშირის ელჩს, ასევე, ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელს, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს, ყველა დონორ ორგანიზაციას, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ გრანდიოზული, საუკუნის, მე ასე ვიტყოდი, პროექტის განხორციელების დაფინანსების პროცესში. მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ ირაკლი ქარსელაძეს და მის გუნდს, გზების დეპარტამენტს, ყველა მშენებელს, ინჟინერს, ვინც ჩართული იყო ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. რა თქმა უნდა მეგობრებო, გრძელდება მშენებლობა და მიმაჩნია, რომ ეს არის ის, რაც ჩვენ ყველას გვახარებს, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს უხარია ამ განვითარების, პროგრესის ხილვა და ეს პროცესი გაგრძელდება და მივა ბოლომდე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ბატონ ირაკლი ქარსელაძეს კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ასეთი წარმატებული პროექტის განხორციელებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

big_banner
არქივი