logo_geo
ირაკლი ქარსელაძე: აღმოსავლეთ-დასავლეთის გზის ძირითადი მონაკვეთების დასრულების შედეგად, რეალურად განვითარების სხვა დონეზე ავდივართ
- +

29 ოქტომბერი. 2023. 20:47

 

 

„27-მა კილომეტრმა ხევი-შორაპნის მონაკვეთის მანძილი 8 კილომეტრით შეამცირა. რაც შეეხება გადაადგილების დროს, იდეალურ შემთხვევაში 45 წუთი სჭირდებოდა ამ მონაკვეთის გავლას, ახლა კი უკვე 20 წუთში გარანტირებულად [შეიძლება მონაკვეთის გავლა]“, - ამის შესახებ ირაკლი ქარსელაძემ „იმედის კვირასთან“ რიკოთის 27-კილომეტრიანი ახალი მაგისტრალური გზის გახსნაზე საუბრისას განაცხადა.

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ამ გზის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია მიმდინარე მშენებლობები - 81 კილომეტრი აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით, რომელიც უკვე გაისად დასრულდება და შეიძლება ითქვას, რომ ამ ძირითადი მონაკვეთების დასრულების შედეგად ჩვენ რეალურად განვითარების სხვა დონეზე ავდივართ და სხვა მნიშვნელობას იძენს ქვეყნის პოტენციალი. ეს მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს განვითარებისთვის, ასევე საერთაშორისო რეგიონულ ჭრილში“, - ამბობს ქარსელაძე.

 

რიკოთის 27-კილომეტრიანი ახალი მაგისტრალური გზა, რომელიც 65 ხიდსა და 38 გვირაბს მოიცავს, 28 ოქტომბერს გაიხსნა.

 

 

big_banner
არქივი