logo_geo
კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება
- +

6 ნოემბერი. 2023. 12:26

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ზემო ხანდაკი-ხოვლეს  ადგილობრივი მნიშვნელობის გზიდან სოფელ კალოუბანთან მისასვლელი გზის მონაკვეთზე ასფალტის მეორე ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.

 

ასფალტის საფარის დაგების პარალელურად მიმდინარეობს გზის სხვადასხვა უბანზე საფუძვლის მომზადება, ასევე ეზოში შესასვლელებისა და სანიაღვრე არხების რკინის ცხაურებით მოწყობა.

 

აღნიშნულ სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ილია ქამხაძე ადგილზე გაეცნენ.

 

სოფლის ბოლომდე მისასვლელ 1 500 გრძივ მეტრ გზაზე, რომელზეც აქამდე ასფალტი არასდროს ყოფილა, ასფალტის ორ ფენიანი საფარი დაიგება და მოსახლეობა კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

 

 

big_banner
არქივი