logo_geo
ოზურგეთში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით აღიარებული 44 პედაგოგი დააჯილდოვეს
- +

13 ნოემბერი. 2023. 14:29

 

 

ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით აღიარებული 44 პედაგოგი დააჯილდოვეს.

 

პედაგოგებს, რომლებიც მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე იყვნენ წარდგენილები მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და მადლობის სიგელები გადასცეს ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ და რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლელა იმედაშვილმა.

 

„ემოციებით სავსე დღე და პოზიტიური შეხვედრა პედაგოგებთან, ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში. განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარდგენილ პედაგოგებს, მადლობის სიგელები გადავეცით. მადლობა ოზურგეთის სახელით, თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიონალიზმისთვის! თითოეული თქვენგანის დამსახურება დიდია ახალი თაობების განათლებასა და განვითარებაში! წარმატებებს გისურვებთ!“ - აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

 

ღონისძიება ოზურგეთის მერიის, საკრებულოს მხარდაჭერით და საგანმანათლებო რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

 

 

big_banner
არქივი