logo_geo
ლევან დავითაშვილი: აზერბაიჯანი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშია
- +

16 მარტი. 2024. 14:44

 

 

„აზერბაიჯანი საქართველოს ხუთეულშია სავაჭრო პარტნიორობის კუთხით“, -  ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

ლევან დავითაშვილის თქმით, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა წლიდან წლამდე იზრდება.

 

„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციები, რომლებიც საქართველოში შემოდის აზერბაიჯანიდან და პირიქით. ჩვენ ასევე გვაქვს საერთაშორისო პროექტები, რომლებშიც საქართველო და აზერბაიჯანი წამყვან როლს თამაშობენ და ამაზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, რომ ეს არის მეგა პროექტები აზერბაიჯანისთვის, სადაც საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია. ეს არის ძირითადად ენერგოუსაფრთხოებაზე მიმართული პროექტები, რომლებიც, მათ შორის, ევროპულ ენერგოუსაფრთხოებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. ეს არის სატრანსპორტო-ლოგისტიკური მჭიდრო კავშირები, რომლებიც კიდევ უფრო აქტუალური ხდება გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, შუა დერეფნის განვითარება და რა თქმა უნდა, დეტალურად მიმოვიხილეთ ის პერსპექტივები, რომლებიც ახალი პროექტების კუთხით ჩნდება. ეს არის დამატებით ენერგეტიკულ პროექტებში თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, -  განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

big_banner
არქივი