logo_geo
ირაკლი კობახიძე: საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი
- +

19 მარტი. 2024. 11:29

 

 

„საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს სამი წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდება", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა.

 

„ინოვაციური ეკოსისტემის შემდგომი გაძლიერებისთვის, ახალი ინიციატივებია მნიშვნელოვანი. მინდა გამოვყო გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სისტემის განვითარებაში. საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს სამი წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდებათ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება საქართველოს მთავრობის მიერ“, - აღნიშნა კობახიძემ.

big_banner
არქივი