ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 158 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 158 400 711 შემთხვევა გამოვლინდა, 3 294 657 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 94 461 525 - გამოჯანმრთელდა.
ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 32 708 028 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 3 294 657 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.