ტყის ხანძრებთან ბრძოლაში დახმარების მიზნით ესპანეთის ხელისუფლება თურქეთში სამ თვითმფრინავს გაგზავნის. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება.
გარდა ამისა, თურქეთში 27 სამხედრო მოსამსახურე - ეკიპაჟის 22 წევრი და საგანგებო სიტუაციების 5 სპეციალისტი ჩავა.
„ამ მხარდაჭერით ესპანეთს სურს, ამ საზარელი კატასტროფის მსხვერპლს, თურქეთსა და ცეცხლის გავრცელებასთან მებრძოლ სპეციალისტებს სოლიდარობა გამოუცხადოს", - აღნიშნულია ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მანამდე თურქეთის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა, ბექის ფაქდემირლიმ განაცხადა, რომ 125 ხანძარია, თუმცა, ანტალიასა და მუღლაში 7 კერაზე კონტროლის დამყარება ჯერ ვერ ხერხდება.
ტყის ხანძრებს თურქეთში 8 ადამიანი ემსხვერპლა, 864 დაშავდა.