Google-მა სუპერმენის როლის შემსრულებელი მსახიობი ჰენრი კავილი შეცდომით გარდაცვლილად გამოაცხადა. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
Google-ის საძიებო სისტემაში მსახიობის სახელისა და გვარის ძიებისას, ჩნდებოდა ინფორმაცია, რომ ის 2018 წლის 3 მარტს 34 წლისა გარდაიცვალა.
მსახიობმა ამ ამბის შესახებ არაფერი იცოდა, სანამ მის სოციალურ გვერდზე ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა ძებნისას „დასქრინული" ფოტო არ გაუგზავნა. კავილმა ამ ინფორმაციაზე თავისი რეაქციის ამსახველი ფოტო გადაიღო და სოციალურ ქსელში გააზიარა.