logo_geo
ძლიერმა ქარმა კახეთში პრობლემები შექმნა
- +

3 ივლისი. 2021. 10:04

 

სტიქია იყო კახეთში. ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში 20-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი ნაწილობრივ გადახადა. ყველა დაზარალებულ ოჯახში ადგილობრივი მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები დილიდან იმყოფებიან. ისინი ამ წუთებშიც დაზიანების ხარისხს სწავლობენ, რის შემდეგაც მოსახლეობას ინდივიდუალურად დაეხმარებიან.

 

წუხანდელი უამინდობის შედეგად, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა. ამის მიზეზი კი დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები გახდა. სოფლებს დენის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღუდგა. დილიდან „ენერგო პრო ჯორგიას“ ტექნიკური სამსახური სტიქიის ზონაშია და დაზიანებული ქსელების რეაბილიტაციაზე მუშაობს.

 

საცხოვრებელი სახლების გარდა, ლაგოდეხსა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში ქარმა მრავალწლოვანი ხეები წააქცია, რამაც ცენტრალურ მაგისტრალზე ავტომობილებით მოძრაობა დროებით შეაფერხა, თუმცა ყველა შესაბამისი სამსახურების მიერ, გზის გაწმენდის სამუშაო მყისიერად დაიწყო და გზის ამ მონაკვეთზე მანქანებით გადაადგილება რამდენიმე წუთში აღდგა.

 

big_banner
არქივი