logo_geo
მიხეილ დუნდუა: წლიდან წლამდე საქართველო ამტკიცებს, რომ ეფექტურია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით
- +

26 იანვარი. 2024. 20:47

"საქართველომ მიიღო ახალი, საუკეთესო ისტორიული შეფასება და დაწინაურდა 29-ე პოზიციაზე, რაც საუკეთესო შედეგია," - ასე შეაფასა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული კეთილსინდისიერების 2023 წლის ინდექსი.

 

 

წლიდან წლამდე საქართველო ამტკიცებს, რომ ეფექტურია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით“, - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

 

 

ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა (ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი) კეთილსინდისიერების 2023 წლის ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველომ შეფასების 10 ბალიანი სისტემით 7,56 ქულა მიიღო, რაც მისი ახალი ისტორიული მაქსიმუმია, ასევე ისტორიულად საუკეთესოა ქვეყნის სარეიტინგო პოზიცია.

big_banner
არქივი