logo_geo
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
- +

16 თებერვალი. 2024. 17:45

 

 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6432 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6453 ლარი იყო.

 

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8467 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8395 ლარს შეადგენს.

 

თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულებაც 0.0858 ლარია.

 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 17 თებერვალს შევა ძალაში.

 

 

big_banner
არქივი