logo_geo
ირაკლი კობახიძე: 2024 წელს საქართველოში გაიმართება ტურიზმის გლობალური სექტორისთვის ისეთი გამორჩეული ღონისძიება, როგორიცაა მსოფლიო ტურიზმის დღე
- +

5 მარტი. 2024. 12:05

 

 

„2024 წელს საქართველოში გაიმართება ტურიზმის გლობალური სექტორისთვის ისეთი გამორჩეული ღონისძიება, როგორიცაა მსოფლიო ტურიზმის დღე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა ჩვენი ქვეყნისთვის და მადლობა გუნდს ამისათვის", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშის და 2024 წლის გეგმების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანა უმასპინძლებს ტურიზმისა და ავიაციის სექტორის წამყვან ლიდერებს და კიდევ ერთხელ მოექცევა საერთაშორისო საზოგადოებისა და მედიის ეპიცენტრში.

 

„გარდა ამისა, საქართველო უმასპინძლებს საქმიანი ტურიზმის მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბიზნეს ტურიზმის სფეროში მოღვაწე წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროპიდან. ეს ღონისძიება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის საერთაშორისო რეიტინგის გაუმჯობესებას საქმიანი ტურიზმის კუთხით. გარდა ამისა, მიმდინარე წელს ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ერთად დაგეგმილია კომპლექსური აქტივობები, რომლებიც მიმართულია ახალი სამიზნე ბაზრებისკენ, როგორიც არის ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ინდოეთი და სხვა. ეს აქტივობები გაზრდის საქართველოს პოპულარობას და ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრიის შემდგომ განვითარებას სერიოზულად შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

big_banner
არქივი