logo_geo
ბიტკოინის ფასი $4 ათასს ჩამოსცდა
- +

25 ნოემბერი. 2018. 13:27

 

ბიტკოინი გაუფასურებას განაგრძობს. ამჯერად მისი ფასი 4 ათას დოლარს ჩამოსცდა. ეს დასტურდება CoinDesk-ის მონაცემებითაც, რომელიც კრიპტოვალუტის ფასს სხვადასხვა ბირჟაზე აკვირდება.

 

კრიპტოვალუტის კურსი ამ ნიშნულზე 2017 წლის სექტემბრის შემდეგ არ ყოფილა.

 

ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის დეკემბერში კი მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა. 2018 წლის პროგნოზი უფრო ოპტიმისტურად გამოიყურებოდა, მაგრამ რეგულაციებმა ფასი 3-ჯერ შეამცირა.

 

2 ნოემბერს ბიტკოინი 10 წლის გახდა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი