logo_geo
ნათია თურნავა: ქართველი მეზღვაურები სხვადასხვა ქვეყნების გემებზე ღირსეულად დასაქმდებიან
- +

20 დეკემბერი. 2019. 23:27

 

 

აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან, გემთმფლობელთა ასოციაციებთან ქართველი მეზღვაურების სხვადასხვა დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ღირსეული დასაქმებისთვის,“- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას.

 

მინისტრის თქმით, საქართველოში დღეს 11,000-მდე მეზღვაურია, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გემებზე საქმიანობენ.

 

მათზე დიდია მოთხოვნა საერთაშორისო შრომის ბაზარზე და სარგებლობენ კარგი რეპუტაციით. ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ტენდენცია გაძლიერდეს. განსაკუთრებით მხარს ვუჭერთ სანაოსნო სექტორში კადრების მომზადებას და განათლებას. ცოტა ხნის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დაანონსდა ფოთში ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალის გახსნა, სადაც 1000-მდე სტუდენტი გაივლის პროფესიულ მომზადება - გადამზადებას და 50 მასწავლებელი დასაქმდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, მაღალი მოთხოვნა არსებობს ჩვენს მეზღვაურებზე, მეორე მხრივ, ჩვენი მხრიდან ძალიან კარგი და ხარისხიანი განათლება იქნება მსურველებისთვის შეთავაზებული,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

big_banner
არქივი