logo_geo
HACCP-ის პრინციპების დანერგვასთან დაკავშირებით, ბიზნესოპერატორებთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს
- +

29 დეკემბერი. 2022. 20:12

 

სასურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ბიზნესოპერატორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სისტემის მნიშვნელობასა და მისი დანერგვის არსებულ პრაქტიკაზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. აღინიშნა, რომ წარმოებებში ახალი რეგულაციის ეფექტიანად დანერგვისა და ბიზნესის წარმოების შეუფერხებლად განხორციელებისთვის სააგენტო ბიზნესსექტორთან აქტიურად ითანამშრომლებს.

სურსათის მწარმოებელ ყველა ბიზნესოპერატორს 2023 წლის 1 ივნისამდე ეკისრება ვალდებულება, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) დანერგოს.

HACCP-ის სისტემა ბიზნესოპერატორს საშუალებას აძლევს, წინასწარ განსაზღვროს და თავიდან აიცილოს სურსათის უვნებლობის პოტენციური საფრთხეები, რაც ხელს შეუწყობს როგორც მომხმარებლის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფას, ასევე რისკების პრევენციის შედეგად ეკონომიკური ზიანის თავიდან აცილებას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესაბამისად, HACCP-ის სისტემის დანერგვა 2015 წლიდან სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორთან ეტაპობრივად მიმდინარეობს.

big_banner
არქივი