logo_geo
მიხეილ დუნდუა: საქართველო ერთ-ერთი გამორჩეულია მსოფლიოში მაღალი ეკონომიკური ზრდით
- +

30 დეკემბერი. 2022. 22:44

 

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ დუნდუას თქმით, საქართველო ერთ-ერთი გამორჩეულია მსოფლიოში მაღალი ეკონომიკური ზრდით.

„ჩვენ ვხედავთ ინვესტიციების მაღალ აქტივობას პირდაპირ უცხოური ინვესტიციების კუთხით, ვხედავთ ძლიერ ექსპორტს, ვხედავთ ეკონომიკური პარამეტრების კარგ მაჩვენებლებს და ვფიქრობთ, რომ მომავალ წელსაც გვექნება კარგი მაჩვენებელი როგორც ეკონომიკური ზრდის, ასევე უცხოური ინვესტიციების კუთხით და საქართველო ექსპორტზე ორიენტირებას გააგრძელებს“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით რეგიონის ლიდერი ქვეყანაა. ამას საქსტატის მონაცემებიც ადასტურებს. მაგალითად, ნოემბერში ეკონომიკა ინარჩუნებდა მდგრადობას და ზრდის მაღალ ტემპს. ეკონომიკის ზრდამ ნოემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ზე მეტი, იანვარ-ნოემბერში კი 10% .

 

 

big_banner
არქივი