logo_geo
სოსო არჩვაძე: ბოლო წლებში და უკვე 2023 წლის ჩათვლითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 2,5-ჯერ უსწრებს ანალოგიურ მსოფლიო მაჩვენებელს
- +

27 იანვარი. 2023. 21:27

 

ეკონომისტი სოსო არჩვაძე აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პარალელურად იზრდება საქართველოს როლი, წონა, გავლენა მსოფლიო ეკონომიკის ფორმირებაში. ასე შეაფასა ექსპერტმა გაეროს კვლევა, რომლის მიხედვითაც საქართველოში ეკონომიკური ზრდის შეფასება და პროგნოზი გაზრდილია.

ბოლო წლებში და უკვე 2023 წლის ჩათვლითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 2,5-ჯერ უსწრებს ანალოგიურ მსოფლიო მაჩვენებელს. ამით იზრდება საქართველოს როლი, წონა, გავლენა მსოფლიო ეკონომიკის ფორმირებაში“, - აცხადებს სოსო არჩვაძე.

გაეროს კვლევის მიხედვით საქართველოში ეკონომიკური ზრდის შეფასება და პროგნოზი გაზრდილია. კერძოდ, გაეროს შეფასებით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა, ნაცვლად წინა ანგარიშში ნავარაუდევი 4,4 პროცენტისა, 10.8%-ით იზრდება, 2023 წლის ეკონომიკური ზრდა კი 5.2 პროცენტის დონეზე იქნება, მაშინ როცა წინა პროგნოზი 4%-ი იყო.

big_banner
არქივი