logo_geo
ვახტანგ ცინცაძის თქმით, საქართველომ ინფლაციური გამოწვევა უკვე დაძლია, ხოლო დანარჩენი მსოფლიოსთვის ეს საკითხი დიდ გამოწვევად რჩება
- +

2 ივნისი. 2023. 21:57

 

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის თქმით, საქართველომ ინფლაციური გამოწვევა დაძლია მაშინ, როცა ეს საკითხი დანარჩენი მსოფლიოსთვის დიდ გამოწვევად რჩება.

ფართო რეგიონისა და ევროპის ქვეყნებში ჩვენ ვხედავთ რომ ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებლები ფიქსირდება და ზოგადად ამ ქვეყნებში მონეტარულიპოლიტიკის გამკაცრების პოლიტიკა მიმდინარეობს ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქართველომ უკვე დაიწყო მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა.

წინა მონიტარული პოლიტიკის კომიტეტზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეამცირა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11-დან 10, 5%-მდე“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

საქსტატის ინფორმაციით, მაისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა.

big_banner
არქივი