logo_geo
ლევან დავითაშვილი ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
- +

21 ივნისი. 2023. 20:52

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შონ ო’ფარელს შეხვდა. შეხვედრისას აღინიშნა, საქართველოსა და ირლანდიას შორის სექტორული თანამშრომლობა გასულ წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, მათ შორის ტურიზმის სექტორში. ამასთან, ხაზი გაესვა, რომ უკანასკნელ წლებში ორ ქვეყანას შორის შესამჩნევად გააქტიურდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა, რასაც ხელი შეუწყო საქართველო-ირლანდიის ბიზნესსაბჭოს ჩამოყალიბებამ.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქართული მხარისთვის მისასალმებელია საქართველოში ირლანდიიდან ინვესტიციების შემოდინება და ირლანდიური ბიზნესების ოპერირება. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველოში ირლანდიიდან შემოსული ინვესტიციები გაიზარდა და 120 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

როგორც შონ ო’ფარელმა აღნიშნა, საქართველოში ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაა. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ის შედეგები, რომელსაც საქართველომ და ირლანდიამ წლების განმავლობაში მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მიაღწია.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და აღინიშნა, რომ ორივე მხარე მზაობას გამოთქვამს, მომავალში აქტიურად ითანამშრომლონ სხვადასხვა სექტორში.

big_banner
არქივი