logo_geo
ნიუ-იორკის გამოფენაზე წელს პირველად 16 ქართული კომპანია წარდგა
- +

3 ივლისი. 2023. 00:58

 

 

ქართული გემოები ნიუ იორკში - საგამოფენო სივრცეში, სადაც წელიწადში ერთხელ საუკეთესო ხარისხის პროდუქციის შემოქმედნი თავს მთელი მსოფლიოდან იყრიან. ნიუ-იორკის გამოფენაზე წელს პირველად 16 ქართული კომპანია წარდგა.

 

გამოფენას საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ზალკალიანიც დაესწრო და ყურადღება ცნობადობის გაზრდისა და ეკონომიკური დიპლომატიის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

 

„საელჩოსთვის აშშ-თან ეკონომიკური დიპლომატიისა და ეკონომიკური განზომილების მიმართულებით აქტიურობები ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგანაც ამერიკის ბაზარი მთლიანად მსოფლიოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და ამ კონკურენციაში შენი ქვეყნის წარმოჩენა და ქართული კომპანიების ამერიკულ ბაზარზე წვდომა, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ზალკალიანმა.

 

 

big_banner
არქივი