logo_geo
დავით ფერაძე: საქართველოს რკინიგზამ, 150 წლის ისტორიაში ყველაზე მაღალი, 397 მლნ ლარის მოგება დააფიქსირა
- +

24 ივლისი. 2023. 00:15

 

 

2020-22 წლის ფინანსური ანგარიშგებით, საქართველოს რკინიგზამ 150 წლის ისტორიაში ყველაზე მაღალი მოგება დააფიქსირა და ეს ციფრი 397 მლნ ლარია, - განაცხადა „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას.

 

არსებული მონაცემებით, წელს კომპანიამ პირველი კვარტალი ასევე მოგებით დაასრულა. კერძოდ, მოგებამ 82,300 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,5-ჯერ მეტია.

 

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, დერეფანში ტვირთბრუნვის ეს ზრდა შევინარჩუნოთ. ბოლო 4 წლის განმავლობაში კომპანიამ დაახლოებით, 48%-ით გაზარდა ტვირთბრუნვა ჩვენს რკინიგზაზე და ვიმედოვნებთ ამ ტემპის შენარჩუნებას“, - განაცხადა ფერაძემ.

 

მან ასევე საქართველოს რკინიგზის განახლება-მოდერნიზაციის პროცესზეც ისაუბრა, რომელიც ასევე ისტორიულ მასშტაბებს აღწევს. მისივე თქმით, თბილისი-მახინჯაურის უღელტეხილის მოდერნიზაციის პროექტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი რკინიგზის ისტორიაში.

 

ამასთან, ახალი სარკინიგზო გზის გასაყვანად დაიგო 25კმ სიგრძის ახალი ვაკისი. საამშენებლო პროცესი დღესაც მიმდინარეობს და მოდერნიზაციის პროექტი სრულად 2024 წელს დასრულდება.

 

 

big_banner
არქივი