logo_geo
მარიამ ქვრივიშვილი: სასიხარულოა, რომ „აბრეშუმის გზის ფორუმი“ იქცა საერთაშორისო ბრენდად - წლევანდელმა ფორუმმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა
- +

26 ოქტომბერი. 2023. 23:52

"უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. სასიხარულოა, რომ „აბრეშუმის გზის ფორუმი“ იქცა საერთაშორისო ბრენდად. წლევანდელმა ფორუმმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა," - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

 

მისი თქმით, 60-ზე მეტი ქვეყნიდან 2 300-ზე მეტი სტუმარი სტუმრობს დედაქალაქს.

 

 

„სასიხარულოა, რომ გაიზარდა მოთხოვნა უშუალოდ კერძო სექტორიდან. ჩვენს ქვეყანაში იმყოფებიან არა მხოლოდ მსოფლიოს ლიდერები, პრემიერები, ვიცე-პრემიერები, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები. დღევანდელი დღე იყო ძალიან დატვირთული სხვადასხვა რიგი მნიშვნელოვანი პანელებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქართული სექტორიდან იყო დიდი ინტერესი“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

 

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმმა“ მუშაობა დღეს დაიწყო - ღონისძიების გახსნის ცერემონია თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში შედგა, გახსნით პანელში საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრების მონაწილეობით. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დაფუძნებულია და მისი პატრონაჟით ტარდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს გახსნით პანელზე სიტყვით გამოვიდა, სადაც მნიშვნელოვან რეგიონულ და გლობალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე ისაუბრა.

 

 

big_banner
არქივი