logo_geo
მარიამ ქვრივიშვილი: შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმდინარე წელი ავიაციის ინდუსტრიაში არის რეკორდული წელი - მესამე კვარტალში შევძელით და გადავაჭარბეთ იმ მონაცემს, რომელიც პანდემიამდე გვქონდა
- +

27 ოქტომბერი. 2023. 00:04

"მიუხედავად იმ რთული რეალობისა, რაშიც გვიწევს მუშაობა კერძო სექტორთან ერთად, საქართველო განაგრძობს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანა იყოს აღდგენისა და განვითარების კუთხით," - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

 

დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმდინარე წელი ავიაციის ინდუსტრიაში არის რეკორდული წელი. პირველად, პანდემიის შემდეგ, მესამე კვარტალში შევძელით და გადავაჭარბეთ იმ მონაცემს, რომელიც პანდემიამდე გვქონდა. გვაქვს მოლოდინი, რომ წლევანდელი წელი შესაბამისი წარმატებით დაიხურება. ანალოგიური მოლოდინი გვაქვს ტურიზმის ინდუსტრიაში. პანდემიამდელ ნიშნულს 23%-ით გადავაჭარბეთ. ქვეყანამ ტურიზმიდიან უკვე მიიღო 1,8 მილიარდი დოლარი შემოსავალი“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი