logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტი 28 მილიარდ 500 მილიონი ლარი იქნება, შედარებისთვის, 2012 წელს ბიუჯეტი იყო თითქმის 9 მილიარდამდე და 11 წელიწადში თითქმის 20 მილიარდიანი ზრდა გვაქვს
- +

3 ნოემბერი. 2023. 14:43

 

 

“2024 წლის ბიუჯეტი 28 მილიარდ 500 მილიონი ლარი იქნება, შედარებისთვის, 2012 წელს ბიუჯეტი იყო თითქმის 9 მილიარდამდე და 11 წელიწადში თითქმის 20 მილიარდიანი ზრდა გვაქვს , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 11 წელიწადში მთავრობის მუშაობის შედეგად შთამბეჭდავი შედეგებია სახეზე.

 

ჯამში, მეგობრებო,  ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი გაიზრდება 700 მილიონით, როგორც მოგახსენეთ და მთლიანი  ნაერთი ბიუჯეტი შეადგენს უკვე  28 მილიარდ 500 მილიონ ლარს. 28 მილიარდ 500 მილიონი ლარი იქნება 2024 წლის ბიუჯეტი. შედარებისთვის, მინდა გითხრათ, რომ 2012 წელს ბიუჯეტი იყო თითქმის 9 მილიარდამდე, დაახლოებით, რვა და რაღაც, თუ არ ვცდები, ანუ თითქმის 20 მილიარდიანი ზრდა გვაქვს 11 წელიწადში. აი ეს საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგი გვაქვს ჩვენი გუნდის მუშაობის“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი