2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 22 წლამდე მოკრივეთა ნაკრების წევრმა, ლუკა კუბლაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მან ფინალურ ორთაბრძოლაში უკრაინელი მოკრივე დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა.
„ცნობისათვის, 11-24 მარტს, ხორვატიის ქალაქ პორეცში იმართება „ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი 22 წლამდე მოკრივეთა შორის”, სადაც საქართველოს 22 წლამდე მოკრივეთა ნაკრების 8 სპორტსმენი მონაწილეობს.
მათგან 5-მა მოკრივემ უკვე მოიპოვა საპრიზო ადგილები. ესენი არიან: