logo_geo
ნანა კაკაბაძე: „ვარდების რევოლუცია“ რევოლუცია კი არა, ტიპიური სახელმწიფო გადატრიალება იყო
- +

24 ნოემბერი. 2023. 14:09

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, 2003 წლის ნოემბრის მოვლენები ქართული სახელმწიფოებრიობისთვის სერიოზულად დამაზიანებელი იქნებოდა, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს მოვლენა აღმოჩნდებოდა არათუ დამაზიანებელი, არამედ დამანგრეველი ქართული მენტალობის, ცნობიერებისა და ფუნდამენტისა!“ - ასე აფასებს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე „ვარდების რევოლუციას“ „რეპორტიორისთვის“ მიცემულ ინტერვიუში და დასძენს, რომ ის სულაც არ ყოფილა რევოლუცია და ეს ტიპიური სახელმწიფო გადატრიალება იყო.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ორგანიზაცია იყო ერთ-ერთი (თუ არა ერთადერთი) იმ პერიოდში, ვინც სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ამ სახელმწიფო გადატრიალებას, ის შედეგი, რაც ქვეყანამ მიიღო, აღმოჩნდა იმაზე უარესი, ვიდრე მოლოდინი გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, ეს ყველაფერი ქართული სახელმწიფოებრიობისთვის სერიოზულად დამაზიანებელი იქნებოდა, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს მოვლენა აღმოჩნდებოდა არათუ დამაზიანებელი, არამედ დამანგრეველი ქართული მენტალობის, ცნობიერებისა და ფუნდამენტისა! „ვარდების რევოლუცია“ არ ყოფილა რევოლუცია, ეს იყო ტიპიური სახელმწიფო გადატრიალება, რომელშიც ყველა უმაღლესი თანამდებობის პირი იყო ჩართული, გარდა პრეზიდენტისა. მის მომწყობთა შორის იყვნენ პარლამენტის თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარე, მთავარი პროკურორის მოადგილე, ანუ ნინო ბურჯანაძის ქმარი ბადრი ბიწაძე და მთელი სახელისუფლებო კოჰორტა. რევოლუციად არ შეიძლება მოინათლოს ის, რაც არ მოუხდენია ხალხს და რაც დაგეგმეს და განახორციელეს უმაღლესი თანამდებობის პირებმა კიდევ უფრო მეტი ძალაუფლების მოსაპოვებლად“, - ამბობს ნანა კაკაბაძე.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=219279

 

 

big_banner
არქივი