logo_geo
თამარ ჩიბურდანიძე: ყველამ მშვენივრად ვიცით, რომ NDI-ის პოლიტიკა ამერიკის პოლიტიკასთანაა თანხვედრაში
- +

12 დეკემბერი. 2023. 16:36

 

 

„NDI-ის ბოლო კვლევა ძალიან საყურადღებო იყო და, პირველ რიგში, იმის გამო, რომ ეს ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია ლამის სახელისუფლებო დონეზეა აყვანილი და ყველამ მშვენივრად ვიცით, რომ ამ ორგანიზაციის პოლიტიკა ამერიკის პოლიტიკასთანაა თანხვედრაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა აშშ-ს „დემოკრატები“ მართავენ“, - აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე „რეპორტიორთან“ ინტერვიუში.

 

მისი თქმით, კვლევის შედეგებით აშკარად გამოიკვეთა, რომ ამერიკის პოლიტიკა შეცვლილია როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მიმართაც.

 

„ეს შედეგები მათრახი იყო ოპოზიციისთვის და ახლა საკითხავი ისაა, ეს ოპოზიციისთვის ყურის აწევა იყო თუ მათი დაქოქვის მცდელობა, რომ გააღიზიანონ ისინი, რათა წინასაარჩევნოდ უფრო ძლიერად ამუშავდნენ... შეიძლება ეს ახალი პოლიტიკური პარტიისთვის ნიადაგის მომზადებაც იყო, რადგან ჩვენ ამ კვლევაში ვნახეთ, რომ გამოკითხულთა 62%-ს არცერთი პარტია არ მოსწონს და შეიძლება სწორედ აქ შემოიყვანონ ახალი პოლიტიკური ძალა“, - აცხადებს ჩიბურდანიძე.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=220356

 

 

big_banner
არქივი