logo_geo
ედიშერ გვენეტაძე: „კატა ვერ შეწვდა ძეხვსაო, პარასკევია დღესაო“ - ოპოზიციაზე ყოფილა ნათქვამი!
- +

20 დეკემბერი. 2023. 17:02

 

 

ისტორიკოს ედიშერ გვენეტაძის თქმით, კანდიდატის სტატუსის მოპოვება საქართველოს ხელისუფლების დაუღალავი მოღვაწეობის შედეგია და მათ ფაქტიურად შეუძლებელი შეძლეს. როგორც ისტორიკოსი „რეპორტიორთან“ საუბარში აცხადებს,  არ არსებობს ამ ფაქტის საწინააღმდეგო რაიმე ლოგიკური არგუმენტი.

 

„მეხუთე კოლონის“ შემხედვარეს ერთი ძველი ქართული ანდაზა მახსენდება, - „ჩემი შენ გითხარი, გული მოგიკალიო“. ანუ, ელენე ხოშტარია, რომლის ოჯახი ხელფასს კრემლის ხაზინიდან იღებს, რუსულ ხელისუფლებაზე რომ ლაპარაკობს, აბსურდი არაა?! აქვე მინდა ერთი ეკითხვა დავუსვა ქაბატონ ხოშტარიას - კი მაგრამ, ქალბატონო ელენე, თუ თქვენი ლანძღვა-გინების მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტი კრემლის ხაზინიდან ფულს მაინც გირიცხავთ თვენ, მის „დაუძინებელ მტერს“, რაღას ერჩით მაშინ პუტინს, ჩემთვის გაუგებარია. ამ ლოგიკით ხომ გამოდის, რომ ის ავტორიტარი კი არა, მსოფლიო ნომერ პირველი დემოკრატი მმართველი ყოფილა?! მოკლედ, კიდევ ერთ ქართულ ანდაზას შევახსენებ ჩვენს მკითხველს - „კატა ვერ შეწვდა ძეხვსაო, პარასკევია დღესაო“. ზუსტად ამათზე ყოფილა ნათქვამი! შეგახსენებთ, რომ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებიც ბრიუსელში კარდაკარ დადიოდნენ, რათა ევროპელები დაერწმუნებინათ იმაში, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინათ. ბოლოს და ბოლოს ამას მე ხომ არ ვამბობ, ამას თავად ყვებოდნენ, ასე რომ  დღეს მათი საუბარი არავითარ ლოგიკაში არ ჯდება და მათი ლაპარაკი დაემსგავსა ხმას მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. ასე რომ, მათ სიტყვებს დღეს არანაირი ფასი არ აქვს და მათ აღარვინ მოუსმენს“, - აცხადებს გვენეტაძე.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=220959

 

 

big_banner
არქივი