logo_geo
ლევან ნიკოლეიშვილი: მელიას რომ ღირსება და სინდისი ჰქონოდა, თავად დატოვებდა პარტიას
- +

28 ნოემბერი. 2023. 09:24

 

 

„ლევან ხაბეიშვილი პოლიტიკოსი კი არა, პოლიტიკაში შემთხვევით მოხვედრილი ადამიანია, რომელიც დასვეს იმ პარტიულ თანამდებობაზე, რაც დღეს უჭირავს. სწორედ ამიტომ ვერ იქცევა ისე, როგორც უნდა იქცეოდეს პოლიტიკოსი და სწორედ ამიტომ წამოაგეს ჟურნალისტებმა ის ანკესზე ასე მარტივად“,  - ასე აფასებს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ფურცელზე მიწერილ განცხადებას, რომ პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია  „ენმ“-ს აღარ წარმოადგენს. ექპერტი „რეპორტიორთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ პროცესები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს, მათი ქმედებების ლოგიკური გაგრძელებაა.

 

„რაც შეეხება ნიკა მელიას... როდესაც ამ ადამიანმა შიდაპარტიული არჩევნები წააგო, მას უნდა ჰყოფნოდა ღირსება და სინდისი და თავად დაეტოვებინა პარტია იქამდე, ვიდრე ის მოხდებოდა, რაც ჩვენ ვიხილეთ პირდაპირ ეთერში. ხაბეიშვილი რომ პარტიიდან გაგრიცხავს, მერე რა პოლიტიკურ მომავალზე უნდა გქონდეს კაცს პრეტენზია, ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია. ის, რაც ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება, ლოგიკურია, ვინაიდან ეს არის პარტია, რომელსაც 2012 წელს განცდილი მარცხის შემდეგ, საკუთარი არცერთი ქმედება არ გაუანალიზებია, ისინი არასდროს დაფიქრებულან, რა შეცდომები დაუშვეს და რამ გამოიწვია მათი გაშვება ხელისუფლებიდან. მათ არასოდეს უცდიათ ახალი პროგრამის შემუშავება, რათა ამ პროგრამით დაბრუნებულიყვნენ ხელისუფლებაში. არა, ისინი მუდმივად რევოლუციისა და გადატრიალების მოლოდინში იყვნენ და, მიუხედავად იმისა, რომ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილის მობილიზება შეძლეს და უცხოეთიდანაც ჰქონდათ გარკვეული ხელშეწყობა, მათ ამ სცენარის განხორციელება ვერ მოახერხეს. ასე რომ, ლოგიკურია მათი დაქსაქსულობა და ამაში გასაკვირი არაფერი არ არის“, - ამბობს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=219474

 

big_banner
არქივი