logo_geo
ლევან ნიკოლეიშვილი: ის, რასაც თემურ ალასანია ამბობს, საქართველოსთვის ძალიან სახიფათო გზავნილებია
- +

28 ნოემბერი. 2023. 13:53

 

 

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ის რაც ალასანიამ აშშ-ში ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრისას თქვა, ეს მთლიანად პარტიის უბედურებაა.

 

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა, მისი პოლიტიკური ველი საკმაოდ მრავალფეროვანია. თუმცა, იშვიათად თუ ნახავთ აქ პოლიტიკურ ძალას, რომლისგანაც რაიმე რაციონალურ წინადადებას ვისმენდეთ. ოპოზიციაში ჩვენ ვნახავთ ბევრ პოლიტიკოსს, რომელიც იტყვის, რომ არ მოსწონს ხელისფლების მიერ გადადგმული ესა თუ ის ნაბიჯი, მაგრამ თითქმის ვერ ვნახავთ ოპოზიციონერს, რომელიც ხალხს მის ხედვასთან ერთად კონკრეტულ ალტერნატივასაც შესთავაზებს. ის, რასაც თემურ ალასანია ამბობს, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო გზავნილებია და სწორედ ამის გამო ვერ იკრებს ეს პარტია ირგვლივ ამომრჩეველს. ჩვენს თვალწინ ორი ომი მიმდინარეობს და ქართველმა ხალხმა მშვენივრად იცის, რა დამანგრეველიც შეიძლება აღმოჩნდეს ის ჩვენი ქვეყნისთვის! ჩვენი სახელმწიფოს მთავარი მონაპოვარი მშვიდობაა და იმ ძალის ირგვლივ, რომელიც მშვიდობას უპირისპირდება, გაერთიანდება მხოლოდ ავანტიურისტთა ჯგუფი, რომლებიც ეცდებიან მათთან მიკედლებით გარკვეული სარგებელი და გამორჩენა ნახონ“, - ამბობს ექსპერტი „რეპორტიორთან“ საუბარში.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=219474

 

 

big_banner
არქივი