logo_geo
ვალერი კვარაცხელია: „ობიექტივმა“ დემოკრატიის ისეთი პრეცედენტი შექმნა, რომლის მსგავსი საქართველოში არ ყოფილა
- +

7 დეკემბერი. 2023. 15:08

 

 

„თითქმის თორმეტი წელიწადი გავატარე „ობიექტივში“, თუმცა მუშაობას ვერ დავარქმევ იმას, რაშიც არც გასამრჯელოს ვიღებდი და არც ჰონორარს, მაგრამ მაყურებლებამდე სიმართლის მიტანის ენთუზიაზმი იმდენად მაღალი იყო, რომ თერთმეტი წელიწადი ასე ვიმუშავე“, - აცხადებს ჟურნალისტი ვალერი კვარაცხელიაა, რომელმაც ტელეკომპანია „ობიექტივი“ სულ ცოტა ხნის წინ დატოვა. მისი თქმით, „ობიექტივმა“ დემოკრატიის ისეთი პრეცედენტი შექმნა, რომლის მსგავსი საქართველოში არ ყოფილა.

 

„ობიექტივის“ ეთერი მისი დაფუძნების დღიდანვე ღია იყო განსხვავებული მსოფლმხედველობებისა და მიმართულებებისთვის. ასეა დღემდე. ეს მარტივი არ არის. ვინც ამ სფეროში მეტ-ნაკლებად ერკვევა, იცის, რა მასშტაბის ზეწოლას განიცდის ნებისმიერი საინფორმაციო საშუალება, ნებისმიერ პერიოდში. „ობიექტივის“ მესვეურები ამას უძლებდნენ და ცდილობდნენ, როგორც წამყვანებისთვის, ასევე მსმენელებისა და მაყურებლებისთვის აზრის გამოთქმისა და თვითგამოხატვის საშუალება ყველა შემთხვევაში მიეცათ. ამ თვალსაზრისით „ობიექტივი“ ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა. რაც შეეხება ჩემი წამოსვლის მიზეზს, თერთმეტი წელიწადი დიდი დროა. მეც მჭირდება სიახლე და შეიძლება „ობიექტივსაც“ თავი მოვაბეზრე“, - ამბობს ჟურნალისტი. 

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=220025

 

 

big_banner
არქივი