logo_geo
გია აბაშიძე: ევროპული სამიტიდან ჩვენ პოზიტიურ გადაწყვეტილებას უნდა ველოდოთ
- +

14 დეკემბერი. 2023. 16:37

 

 

ძალიან დიდი ალბათობით, ევროპული სამიტიდან ჩვენ პოზიტიურ გადაწყვეტილებას უნდა ველოდოთ, რის იმედსაც გვაძლევს როგორც ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია, ისე ევროპარლამენტის გუშინდელი რეზოლუცია, - აცხადებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეპორტიორთან“ ინტერვიუში.

 

აბაშიძის თქმით, როდესაც უდიდესი ევროპული ინსტიტუტები დადებით რეკომენდაციას იძლევიან, ევროკავშირი ამ რეზოლუციას აუცილებლად ითვალისწინებს, ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ მომხდარა პრეცედენტი, ევროპულ სამიტს საპირისპირო გადაწყვეტილება მიეღოს.

 

რაც შეეხება იმას, თუ რას მოუტანს ეს საქართველოს, ჩვენი გასავლელი შემდგომი გზა ვალდებულებებითა და პასუხისმგებლობებით სავსე იქნება და უამრავი რეფორმის გატარება მოგვიწევს. როგორც წესი, ევროპელები მსხვილი ტომებით განიხილავენ ხოლმე საქმეებს, რათა მოხდეს კანონმდებლობების დაახლოება, ინსტიტუციური, სექტორული რეფორმების განხორციელება და ა.შ. ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, ის სახელმწიფოებიც კი, რომლებიც უკვე არიან ევროკავშირის წევრები, ჯერ კიდევ რეფორმების პროცესში არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ამ საპასუხისმგებლო გზის გასავლელად საფუძვლიანად უნდა მოემზადოს... პირადად მე ამ სამიტიდან ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური მოლოდინი მაქვს, თუმცა, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ, როცა სტატუსს მოგვანიჭებენ, ამას ჭარბი ემოციები არ უნდა მოჰყვეს და ძალიან საქმიანად, პროფესიონალურად უნდა შევხვდეთ ამ ამბავს“, - განუცხადა „რეპორტიორს“ აბაშიძემ.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=220589

 

 

big_banner
არქივი