უკრაინულმა საზღვაო დრონებმა ყირიმთან რუსული საპატრულო კატარღა „სერგეი კოტოვი“ ჩაძირეს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
ინფორმაცია ე.წ. Z-არხებმა გაავრცელეს. მათი ინფორმაციით, ეკიპაჟის ბედი უცნობია.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსახლეობამ რამდენიმე აფეთქების ხმა გაიგო ქერჩის მახლობლად. ყირიმის ხიდი ამჟამად ტრანსპორტისთვის ჩაკეტილია. სულ მცირე 9 მატარებელი ხიდის გახსნას ელოდება.