„რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი სახე, მსახიობი შორენა ბეგაშვილი ტელეკომპანია აღნიშნულ ტელევიზიაში აღარ მუშაობს. ბეგაშვილმა პროექტ „ნიჭიერის" ერთ-ერთ ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა. „იმედის" შოუში გამოჩენასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში კითხვები გაჩნდა. შორენა ბეგაშვილმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „პრაიმტაიმს" ესაუბრა.
„მე აღარ ვარ „რუსთავი 2"-ის თანამშრომელი", - განაცხადა შორენა ბეგაშვილმა და დასძინა, რომ არაფრის თქმა არ შეუძლია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ტელევიზიაში გააგრძელებს მუშაობას.