დონალდ ტრამპის განცხადებით, მელანია და ბარონ ტრამპები მასთან ერთად თეთრ სახლში საცხოვრებლად არ გადავლენ.
აშშ-ის არჩეული პრზიდენტის თქმით, მეუღლე და შვილი მას თეთრ სახლში მოგვიანებით შეუერთდებიან, მას შემდეგ რაც 10 წლის ბარონი სასწავლო წელს დაამთავრებს.
შესაბამისად, ინაუგარაციის შემდეგ თეთრ სახლში ტრამპი ცოლ-შვილის გარეშე გადავა, მელანია და ბარონი კი ნიუ-იორკში, ტრამპ თაუერში დარჩებიან.
ტრამპის ადმინისტრაციის წარმოამდგენლის განცხადებით, ეს ხელს არ შეუშლის 46 წლის ყოფილ მოდელს, პირველი ლედის ფუნქციები შეასრულოს და ვაშინგტონში მაშინ ჩავა, როდესაც ამას აუცილებლობა მოითხოვს.