ირანში, გილანის პროვინციაში გადაუღებლად თოვს. უხვთოვლობით გამოწვეულ უბედურ შემთხვევებს მსხვერპლიც მოჰყვა. გარდაცვლილია 7 ადამიანი. 5 მათგანი ზვავის ჩამოწოლის, 2 კი სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა.
დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, შესაბამისად, რამდენიმე დასახლებულ რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. უამინდობის გამო გილანში სასწავლო პროცესი შეჩერდა.