დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ელიზაბეტ მეორე პანდემიის დაწყებიდან საჯაროდ პირბადით პირველად გამოჩნდა. ეს ვესტმინსტერის სააბატოში მოხდა, სადაც დედოფალი უცნობი ჯარისკაცის დაკრძალვიდან მე-100 წლისთავის აღსანიშნავად მივიდა.
ბუკინგემის სასახლემ ფოტოები ცერემონიიდან რამდენიმე დღის შემდეგ გამოაქვეყნა. ღონისძიება კორონავირუსის გამო დაწესებული ლოკდაუნის გამო რამდენიმე დღით ადრე გადაიტანეს.
მანამდე დედოფალს აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ის საჯარო სივრცეებში ნიღაბს არ ატარებდა.