logo_geo
ტარიელ ხარხელაური: მოვედი, აჰა, სურანაკლული
- +

9 აგვისტო. 2017. 22:32

რამდენი გსდიე, ვერ გაგისწარი,

შენს ირგვლივ ბრუნვა

მიქციე ნატვრად,

სამშობლოს მზეო, შენგან ვისწავლე

თეთრი ფიქრებით სამშობლოს ხატვა.

ვიყავ მკურნალი და ვერ გიწამლე,

სულ სისხლიანი პერანგი მეცვა,

ქართულო ცაო, შენგან ვისწავლე

ამ ნაღვლიანი ხატების ძერწვა.

გიარე ნისლით, ღრუბლით გიარე,

გიარე მზით და ვყეფდი ქარივით,

ნასახლარების შავფერ იარებს

ვკოცნიდი პაპის ნატერფალივით.

მოვედი, აჰა , სურანაკლული

და ყორანივით შენს მთებს მოვქშინავ,

როგორც მოზვერი ხატში დაკლული –

 

სისხლიანს ვაფენ შენს მზეს ოხშივარს.

big_banner
არქივი